<
იანვარი,
თებერვალი,
მარტი,
აპრილი,
მაისი,
ივნისი,
ივლისი,
აგვისტო,
სექტემბერი,
ოქტომბერი,
ნოემბერი,
დეკემბერი,
>
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
პროდუქცია
ქვევრის ღვინო
ჩვენ შესახებ
ისტორია
გალერეა
კონტაქტი
ტრადიციის გაგრძელება

ჩვენმა კომპანიამ მიზნად დაისახა  ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, და ფართო მასების ცნობიერებაში   აზრის დამკვიდრება, რომ ქვევრის ღვინო თავისი არომატითა და თვისებებით (ტანინით მდიდარი, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის დაშლას ორგანიზმში) და იმით, რომ არ საჭიროებს ქიმიურ დამუშავებას, ბევრად უკეთესია  სხვა ტიპის ღვინოებზე.

ჩვენს კომპანიას აქვს ღვინის ქარხანა საგარეჯოს რაიონში და ვენახები  საქართველოს აღმოსავლეთში, ალაზნის ველში.

პირველ რიგში ჩვენ შევისწავლეთ რეგიონის კლიმატი და ნიადაგის სტრუქტურა და გამოვიყენეთ საკუთარი ვაზის სანერგე, რის შედეგადაც გავაშენეთ ჯანმრთელი და ფიტოსანიტარულად სუფთა ვენახები, რაც წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოების  მყარ საფუძველს.

ჩვენი აზრით მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების უმნიშვნელოვანესი პირობაა  ფიტოსანიტარულად სუფთა და ვირუსებისგან თავისუფალი (Vitis Vinifera) დამყნილი  ქართული და უცხოური ჯიშის ვაზის ნერგების გამოყენებაა და ვენახის გაშენება ამ ნერგების გამოყენებით. იმავე 2004 წელს, ფრანგული კომპანია “Viticole burge”-ს მონაწილეობით, რომელიც მსოფლიოში ვაზის ნერგების  ყველაზე ცნობილი მწარმოებელია, გავხსენით ჩვენი სანერგე.

კლიმატისა და ნიადაგის შემოწმების შემდეგ ჩვენ ავირჩიეთ ადგილი ვენახის გასაშენებლად. ამჟამად კომპანია ფლობს 100 ჰა-ზე მეტ ვენახებს, რაც უდიდესი წინაპირობაა უმაღლესი ხარისხის ღვინის დასამზადებლად. ვენახების გაშენება ხდება თანამედროვე  სტანდარტების შესაბამისად.

უძველესი ტრადიციებისა და  თანამედროვე ტექნოლოგიების ჰარმონიული შერწყმით, ჩვენ ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის ქვევრის ღვინოს იმათთვის, ვინც ნამდვილად იცის ღვინის ფასი.

მთელი წლის განმავლობში ჩვენს მარანში მოსულ სტუმრებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა დააგემოვნონ  ქვევრის ღვინოები.

ამჟამად მარანში  100 მოქმედი ქვევრია, რომელთა უმრავლესობის მოცულობა შეადეგნს 1,5-3.5. ტონას. ჩვენი ღვინო მზადდება  მიკროზონებში დამწიფებული ყურძნის ჯიშებისგან: რქაწითელი, კახური მწვანე,  საფერავი, კაბერნე. ამის გამო ის ხასიათდება ტანინის ზომიერი ოდენობით, ჰარმონიულობით და ის  ბიოლოგიურად სუფთაა.

ქვევრში დუღილის პროცესი მიმდინარეობს ჭაჭასთან ერთად. დუღილის დასრულების შემდეგ სითხეს არ გამოყოფენ ნალექისგან და ტოვებენ მას 5-6 თვის მანძილზე.

ამ პერიოდში ხდება ყურძნის ბუნებრივი ფილტრაცია.  ღვინო, რომლის გადაღებაც ხდება ქვევრიდან მარტის თვეში გამოირჩევა კრისტალური სიწმინდითა და არომატით. მისი განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ ღვინის გადაღების შემდეგ არ ხდება მისი ქიმიური გაფილტვრა.

ამის გარდა, ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობებით, რომლის საშუალებითც შეიძლება ღვინოებისა და კონიაკების წარმოების გაკონტროლება  პროცესის დაწყებიდან  (საკუთარი ვენახები)  მის დასრულებამდე (ღვინის ჩამოსხმა შუშის ბოთლებში და თიხის დოქებში დამუშავების ცივი მეთოდით).

ქარხანაში ასევე აწყობილია კონიაკების დამზადება პროცესის დაწყებიდან (სპირტების დაძველება, კუპირება და კონიაკების დამზადება ჩამოსხმა და საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება).

ქარხანას აქვს საკუთარი ლაბორატორია, რომელიც იძლევა პროდუქციის ყველა ძირითადი მაჩვენებლის  განსაზღვრის საშუალებას. ლაბორატორიის მოწყობილობა და გაზომვის სიზუსტე  შეესაბამება სტანდარტების მოთხოვნებს.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ღვინით!