<
იანვარი,
თებერვალი,
მარტი,
აპრილი,
მაისი,
ივნისი,
ივლისი,
აგვისტო,
სექტემბერი,
ოქტომბერი,
ნოემბერი,
დეკემბერი,
>
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
პროდუქცია
ქვევრის ღვინო
ჩვენ შესახებ
ისტორია
გალერეა
კონტაქტი
ჩვენ შესახებ

    „შიოს მარანი“ არის იმ ერთ-ერთი უძველესი შიოშვილების კომპანიათაგანი, რომელიც საუკუნეზე მეტია ემსახურება ტრადიციული ქართული მეღვინეობის საქმეს.

    აღსანიშნავია, რომ კომპანიის საქმიანობა იწყება 1888 წელს, როდესაც გეგენა შიოშვილმა დაარსა „შიოშვილების საოჯახო მარანი“, სადაც ახლა მდებარეობს მამაპაპისეული სახლი უკვე სახეშეცვლილი, კახეთში ქ. თელავში. სახლის ნახევრად მიწურ მარანში ამოტვიფრულია შესასვლელ თაღზე 1888 წელი. სევე საგვარეულო ვინოთეკაში ინახება ღვინოები სხვადასხვა წელს ჩამოსხმული ბოთლებში და მათ შორის ყველაზე ძველი ღვინო თარიღდება 1920 წლით.

    ვაზისა და საქმის სიყვარული, პროფესიონალიზმი და რაც მთავარია მრავალწლიანი გამოცდილება განაპირობებდა, რომელსაც წინაპრები წლების მანძილზე თავდაუზოგავი შრომით, ღვინისა და ვაზის კულტურის უდიდესი სიყვარულით აგროვებდნენ და თაობებს დიდი რუდუნებით გადაცემდნენ.

    კომპანია დაფუძნების დღიდან აწარმოებდა ღვინოებს კახური ტრადიციული მეთოდით, რომელიც შემდეგ ინახებოდა ქვევრებში და მუხის კასრებში. მისი რეალიზაცია ხდებოდა ძირითადად საქართველოში, აზერბაიჯანში და რუსეთში. კომპანიას გააჩნდა საკუთარი ვენახები: გრემში, საბუეში, ენისელში, ნაფარეულში, თელავისა და გურჯაანის მიკროზონებში. კომპანიის საგვარეულო ტრადიციების ერთ-ერთი წარმომადგენელის სერგო შიოშვილმა, აგრონომიული განათლების მიღების შემდეგ 1934 წელს ფრანგ ცნობილ მეღვინესთან რეშალიესთან ერთად შექმნა საწარმო კასპის რაიონ სოფ. აღაიანში, სადაც საფუძველი ჩაეყარა ერთ-ერთ პირველ ერთობლივ კომპანიას საქართველოში, რომელსაც უკვე გააჩნდა შუა ქართლშიც და რა თქმა უნდა კახეთშიც ვენახებ. ის აწარმოებდა ევროპული ტექნოლოგიით ღვინოებს. საწარმოში დასაქმებული იყო 80-მდე კაცი.

    იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა დროს ტრადიციული საგვარეულო საქმის გამგრძელებლები იყვნენ სხვადასხვა პროფესიისანი, მათ მყარად დაისახეს, რომ არ დაივიწყებდნენ წინაპრების დაწყებულ საქმეს და მეტიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაუმჯობესებდნენ ღვინის ხარისხს. 

      გარკვეული პერიოდის შემდეგ კომპანიის საქმიანობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ყურძნის შესყიდვით ღვინის დასამზადებლად და შემდგომში მისი რეალიზაცისათვის.

     ბოლო წლებში მისი მემკვიდრის ირაკლი შიოშვილის მეშვეობით ღვინის და კონიაკის წარმოების პარალელურად აწარმოებდა საკონსულტაციო-მარკეტინგულ საქმიანობას, რომლის მეშვეობით გატანილი იქნა ქართული პროდუქცია სხვადასხვა ქარხნების მიერ. ამ საქმიანობის ეფექტური დაგეგმვის შედეგია ის, რომ ქართული ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც სარგებლობდნენ ასეთი მომსახურეობით მიაღწიეს მთელ რიგ წარმატებებს, რომლის დასტურია მათ მიერ მიღებული ჯილდოები გამოფენა-კონკურსებში. შპს „ქართული ღვინის საგანძური“, (რომელიც ექვემდებარებოდა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს), ს/ს „ოკამი“, შპს „საქართველოს ღვინოები“, შპს „ქართული ღვინო“, შპს „კახური ღვინის მარანი“, შპს „ყვარლის სარდაფი“. ასევე აზერბაიჯანის კომპანიები: ს/ს „გოქჩაის კონიაკის ქარხანა“, შპს „გოქჩაის ღვინის ქარხანა“. შპს „კახეთი 3000“ და ა.შ. კომპანია დღესაც ახორციელებს და მომავალშიც გეგმავს მნიშვნელოვან საქმიანობას ტრადიციული ქართული მეღვინეობის წინსვლისათვის.
    სულ ახლახან ოჯახის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გაიარა რეგისტრაცია შპს „შიოს მარანმა“, იგი ახლა უკვე განახლებული გეგმებით დაუბრუნდება საერთაშორისო ბაზარს.