<
იანვარი,
თებერვალი,
მარტი,
აპრილი,
მაისი,
ივნისი,
ივლისი,
აგვისტო,
სექტემბერი,
ოქტომბერი,
ნოემბერი,
დეკემბერი,
>
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
პროდუქცია
ქვევრის ღვინო
ჩვენ შესახებ
ისტორია
გალერეა
კონტაქტი
In vino veritas

    ,,ინ ვინო ვერიტას” ღვინოშია ჭეშმარიტება... ქართული სულიც ჭეშმარიტად ღვინოშია... ღვინის და ვაზის აკვანია საქართველო... უხვსა და ბარაქიან ქვეყანაში ვაზის ნაჟურსა და მისგან მოგვრილ ჭეშმარით შთაგონებას ნებისმიერი კუთხის და მხარის დიდი და პატარა მარნიდან ან თუნდაც სულაც ერთი ქვევრიდანაც გაზიარებენ. შეაღეთ მარნის კარი... რათა იპოვოთ ისტორია, მემკვიდრეობა, თანამედროვეობასთან შერწყმული გამოცდილება, რაც კიდევ და კიდევ გაიძულებთ ეწვიოთ ოჯახის საგვარეულო ღვინის სახლს ანუ მარანს! მაშ ასე! შეაღეთ „შიოს მარანის“ ოჯახის საგვარეულო მარნის კარი! 
    შ.პ.ს “შიოს მარანი” დაფუძნებულია ისტორიული ღვინის ქარხანა ენისელი-ბაგრატიონის ბაზაზე. ენისელის ღვინის ქარხანა ქართველი მეღვინისა და საზოგადო მოღვაწის ზაქარია ჯორჯაძის მარნის საფუძველზე მე-19 საკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა. ქარხნის ამუშავებიდან ძალიან მალე, 1888 წელს “ზაქარია ჯორჯაძე და კომპანიის” ღვინომ ბრიუსელში საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედალი მიიღო. პირველადი გადამუშავების ქარხანაში იწარმოებოდა ღვინო და მისგან მიღებული საკონიაკე სპირტი. სწორედ ერთად დაიწყეს მეღვინეობის ურთულესი და საპასუხისმგებლო გზა ზაქარია ჯორჯაძემ და გეგენა შიოშვილმა. მართალია მათი გზები შემდეგ გაიყო და გეგენა შიოშვილმა თავისი კომპანია „შიოს მარანი“ დააფუძნა, მაგრამ ისინი ახორციელებდნენ მრავალ ერთობლივ პროექტებს.

    2003 წლიდან ქარხნის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. ზაქარია ჯორჯაძის შთამომავლებმა, კერძოდ, ბაგრატიონების ოჯახმა ქარხნის აღორძინება, მისი დასავლურ სტანდარტებზე გადაყვანა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა ითავა. 2006-2007 წლებში ჯორჯაძეების მემკვიდრეებმა სახელოვანი წინაპრის 2 საუკუნოვანი მარნის ნაგებობა აღადგინეს. მარანში განთავსებულია 120 უნიკალური ქვევრი, რომელთა საერთო ტევადობა 400 ტონას აღემატება. 
    რაც შეეხება ღვინოებს, რომლებსაც ქარხანა აწარმოებს, ისინი საუცხოო გემოვნური თვისებებით გამოირჩევიან.. მათ დიდი ხნის ისტორია აქვთ....არქეოლოგიური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ლინგვისტური და სხვა წყაროებით დადასტურებულია რომ ჩვენი ქვეყანა კულტურული ვაზის ფორმათა წარმოქმნის ერთ-ერთ ძირითად კერაა. გათხრებისას აღმოჩენილია ვაზის სხვადასხვა ჯიშის ყურძნის წიპწები, რომლებიც ჩვენს ერამდე 6-5 ათასი წლით თარიღდება. 
    ქართველებისთვის ღვინო ოდითგანვე ცოცხალი ორგანიზმი იყო. ღვინოს ხომ ადამიანის მსგავსად ახასიათებს: დაბადება, სიჭაბუკე, ჭარმაგობა, სიბერე, სიძაბუნე და სიკვდილი. არც ერთი სხვა რომელიმე პროდუქტი განვითარების ასეთ სტადიებს არ გადის. ეს ყოველივე ადამიანის მსგავსად მხოლოდ ღვინოს ახასიათებს. როგორც ყოველ ცოცხალ არსებას, მათ შორის ღვინოსაც ესაჭიროება თავისი სახლი, საცხოვრებელი ადგილი. აი სწორედ ასეთ ადგილად გვევლინება საგვარეულო მარანი. ადგილი სადაც ღვინოა შენახული, ანუ დამარხულია და მომარაგებულია ჭეშმარიტება...
     საქართველოში ვაზის 450-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილია 62 ჯიში, მათ შორის 29 საღვინე და 9 სუფრის. გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.
    ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე შექმნა ვაზისა და ღვინის მოხმარების კულტურა და ტრადიცია, შეიმუშავა სუფრის მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და ნახევრად ტკბილი, სადესერტო და ცქრიალა, კახური და იმერული ტიპის ღვინოების დამზადების ტექნოლოგიური ხერხები.

    კახეთი სადაც მდებარეობს ქარხანა უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. საქართველოს ვენახების 65-70% კახეთშია კონცენტრირებული. აქ გამოიყოფა 25-ზე მეტი მიკრო ზონა, სადაც ტრადიციულად იწარმოება წარმოშობის ადგილის დასახელების ისეთი ცნობილი ღვინოები, როგორიცაა: წინანდალი, ნაფარეული, თელიანი, ახაშენი, მუკუზანი, ქინძმარაული, გურჟაანი, კარდენახული, ტიბაანი, მანავის მწვანე, ხაშმის საფერავი და სხვა.
    კახეთის მევენახეობის ძირითადი მიმართულებაა მაღალხარისხოვანი და ხარისხოვანი სუფრის თეთრი და წითელი, მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და სადესერტო ღვინოების წარმოება.
    ევროპული ტიპის სუფრის თეთრი, მაღალხარისხოვანი, საუკეთესო საგემოვნო თვისებების მქონე ღვინოები მზადდება წინანდლის, ნაფერეულის, გურჟაანის, მანავის და სხვა მიკროზონებში, ადგილობრივი უნიკალური თეთრყურძნიანი ვაზის: რქაწითელის, მწვანე კახურის, ხიხვის, ქისის და სხვა ჟიშების ყურძნისაგან.
    სუფრის წითელი მშრალი, მაღალხარისხოვანი, სასიამოვნო ჯიშური არომატის მქონე ღვინოები მზადდება ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჟიშის საფერავისაგან, ქინძმარაულის, თელიანის, ახაშენის, მუკუზანის, ხაშმის და კახეთის სხვა მიკროზონებში.
    კახეთში მზადდება ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინოები. აქაური მიკროკლიმატი და ნიადაგი ქართული ვაზის ჯიშის – საფერავის შემადგენლობაში შაქრის მაღალი მაჩენებლისა და მჟავების დაგროვების უნარს განაპირობებს. ამ ღვინოებისათვის დამახასიათებელია ჰარმონიული, რბილი, ხავერდოვანი და ხალისიანი ტონები, რაც მაღალ საგემოვნო თვისებებს განაპირობებს.
    კახეთმა საუკუნეთა მანძილზე შექმნა და ჩამოაყალიბა სუფრის ღვინის მშობლიური ტიპი, რომელიც საკმაოდ განსხვავდება ზოგადად ღვინოების არსებული ტიპებისაგან. იგი ერთადერთი მშრალი ორიგინალური ღვინოა მსოფლიოში. ამ წესით მიღებული ღვინო გამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით, ფენოლური ნაერთების და ტანინის მაღალი შემცველობით, სასიამოვნო ბუკეტით, ჯიშური არომატითა და გემოთი; რაც მთავარია კახური ტიპის ღვინო მდიდარია ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ასე რომ როგორც დასაწყისშივე მოგიწოდეთ შეაღეთ საოჯახო მარნის კარი!!!