<
იანვარი,
თებერვალი,
მარტი,
აპრილი,
მაისი,
ივნისი,
ივლისი,
აგვისტო,
სექტემბერი,
ოქტომბერი,
ნოემბერი,
დეკემბერი,
>
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
პროდუქცია
ქვევრის ღვინო
ჩვენ შესახებ
ისტორია
გალერეა
კონტაქტი
„შიოს მარანი“-ს ხსენება

VIს-ში საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად ასურეთიდან იოანე ზედაზნელის მეთაურობით ჩამოსულან ათცამეტი წმიდა მამანი. ერთ ათცამეტთაგანს წმ. შიოს მცხეთის ზემორე, აწინდელ ძეგვის პირდაპირ, მტკვრის მარცხენა მხარეს, მღვიმეში მონასტერი გაუშენებია, შემდეგში შიო მღვიმელის სახელწოდებით. მონასტერში შიოს მარანიცა ჰქონია, მისულ მლოცავებს ღვინით უმასპინძლდებოდა. ქვევრები,თანახმად ლეგენდისა, ისევ პირთამდე ივსებოდა. აქედან თქმა „შიოს მარანი“ გამხდარა ულეველის, უკლებ რისამე ქონების, უხვების სინონიმი“. (სახოკია 1979: 763)

„შიოს მარანი“ დალოცვის ტექსტებში, ახალწლისა და შობის სადიდებლებში დამკვიდრებული სახისმეტყველებაა:

„ღმერთმა ისე აგაშენოთ,
როგორც - შიოს მარანიო.
პური-ღვინო ბევრი მოგცეთ,
სხვა წყალობაც მრავალიო“...
(პოეზია 59)

ხალხურ დალოცვა - სადღეგრძელოებში სიუხვის, დოვლათიანობის, ულეველი სიმდიდრის სიმბოლოდ ხშირად იხსენიება „შიოს მარანი“:

„ღმერთმა ისე გადღეგრძელოს,
როგორც - შიოს მარანიო“.

„სახლო, ღმერთმა აგაშენოს,
როგორც - შიოს მარანია“.

დალოცვა - სადღეგრძელოებში „შიოს მარანი“-ს ხსენება მასპინძლური გულუხვობის სანაცვლოდ უფლისგან მადლის მიღების სურვილით არის განპირობებული.

„შიოს მარანი“ - ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ განსახოვნდება ქართულ ყოფასა და ხალხურ მეტყველებაში, რწმენა-წარმოდგენებში ქრისტიანული ხატმეტყველება და საუკუნეთა განმავლობაში ცხოველმყოფელობას როგორ ინარჩუნებს.

საგულისხმოა, რომ ქართულად სიტყვა „მარანი“ - საღვინე სახლი (ს.ს. ორბელიანი), უფრო განზოგადებულად, პურ-ღვინის შესანახი ადგილია, რომელიც ქართველი ხალხისთვის სიწმინდეს, ღვთიურობას აღნიშნავს. მარანი წმიდა ალაგად ითვლება, რასაც ცხადყოფს ეთნოგრაფიული სინამდვილე, ტრადიციული ყოფა. თუ ეკლესია შორს იყო, ან უამინდობა უშლიდათ ხელს, ქორწინებას მარანში აღასრულებდნენ. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მარანი - ქრისტეს სისხლისა და ხორცის - პურ-ღვინის წმიდათაწმიდა შესანახი ადგილია ქართველთა რწმენა-წარმოდგენით.

ასევე კახეთში სოფელ რუისპირის მიმდებარედ არის ეკლესია, რომელსაც უწოდებენ ხალხური თქმულებით „შიოს მარანს“. ის აგებულია XII-XIII საუკუნეში. ეკლესიის ეზოში შემორჩენილია ქვევრები სადაც ეკლესიის მსახურნი ამზადებდნენ ღვინოს, ხოლო ეკლესიაში არის უძველესი საწნახელი. ყველაფერი ეს მიუთითებს თუ რაოდენ აღორძინებული იყო იმ დროისთვის მეღვინეობა.